weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუსტიციის სამინისტრო მზად არის სააკაშვილი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანოს

23:02 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

იუსტიციის მინისტრო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს. ამის შესახებ მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა და გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომელიც მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს“ გეგმავენ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სამინისტროს საშუალებას აძლევს წინასწარ გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რომელიც საჭიროა პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისთვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით „აბსოლუტურად ამორალურ მანიპულაციას“ ცდილობს.

„დღეს უკვე ვიხილეთ განცხადებები, რომ თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის იღებს მონაწილეობას პატიმრის მკვლელობაში. ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე ძალადობა. ეს ძალადობა ხვალ დასრულდება“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ წუთისთვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.

სუს-ის ინფორმაციით, ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას, უკონტროლო სიტუაციისა და ქაოსის გამოწვევას, რათა ხელი შეუშალონ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. სუს-ის ცნობით, მსგავს ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 29-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მან განაცხადა, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და ანალიზებს აღარ ჩააბარებს.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანაზე „ნებისმიერ შემთხვევაში“ უარს აცხადებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]