weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდებს, დამარცხება აღიარონ

20:59 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

„აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება არაფერი ამაში ტრაგიკული არაა, ნუ გეშინიათ ბატონო კალაძე, ღარიბაშვილო, კობახიძე“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

„ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს. დიდი მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელიც გავერთიანდით, ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე“, – განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ხმების დაცვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდა და ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს საათებში დაიწყებს.

მეორე ტურის ეგზიტპოლები ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „იმედმა“ გამოაქვეყნეს. „მთავარი არხის“ ცნობით, თბილისში ნიკა მელია ლიდერობს, „იმედის“ ეგზიტპოლის თანახმად კი – „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მხარდამჭერებს უკვე მიულოცეს გამარჯვება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, 20-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]