weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სანახაობის მოწყობა ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება – პროკურორი

19:28 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

„მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ემსახურება არა მართლმდაჯულების ინტერესს, არამედ კონკრეტული ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესთან დაკავშირებით.

წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უარი განაცხადეს, რომ პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართულიყო ან ბრალდებულს პროცესში მონაწილეობა დისტანციურად მიეღო.

„დღევანდელ პროცესზე და არამხოლოდ, ბოლო დროს, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ამ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვისა, რომ თითქოს, განგებ არ იმართება სხდომები, ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესების გამართვისა.

როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ბადრაგრება ვერ ხდებოდა, ჩვენ მაშინვე მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მიგვეცა საშუალება მიხეილ სააკაშვილისთვის მონაწილეობა მიეღო და მზად ვიყავით სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, ბრალდებულისთვის მიგვეცა საშუალება ტრანსლიტებით, დისტანციურად ჩართულიყო აღნიშნულ პროცესზე. მას სრული თავისუფლება და შესაძლებლობა ექნებოდა უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მიემართა საზოგადოებისთვის. გასაოცარი გახლავთ ის, რომ დაცვის მხარემ ამაზე უარი განაცხადა. პასუხიც კი არ ჰქონდათ, რატომ ამბობდნენ ამაზე უარს.

მთელი ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სხდომის გამართვის, დღეს დადასტურდა, რომ მათ თავად ჰქონდათ სხვა მიზნები“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, შემდეგი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია და პროკურატურა მზად არის ნებისმიერი ფორმით მიიღოს მასში მონაწილეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე გაიმართა. სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარი განაცხადა, რაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ხელშეშლის საფრთხით და პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დამატებითი რისკებით ახსნა. ამ გადაწყვეტილებას ადვოკატების პროტესტი მოჰყვა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]