weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ სააკაშვილის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს – ზელენსკი

11:32 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ესაუბრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

 

ამ თემაზე:

მთავრობა ზელენკისა და ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]