weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტში კენჭს უყრიან

15:09 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა პარტია „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერისთვის, ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის შესაბამის დადგენილებას.

„სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს არ დასწრებია პარლამენტის სხდომებს და საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნების შედეგად გახდა, თავიდანვე უარს ამბობდა საკანონმდელო ორგანოში მუშაობის გაგრძელებაზე, რადგნ მიიჩნევდა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმური იყო. მან უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს განცხადებითაც მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე უარის კონსტიტუციურობის დადგენა მოითხოვა. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ჯაფარიძე პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშეილს შუამავლობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება გაფორმდა.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის წევრის მანდატზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]