weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

უნდა მივიღოთ 200 000-იანი არმია, რომელიც ეკონომიკაში წვლილს შეიტანს – დავითაშვილი

14:57 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქის დასაქმების გეგმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობას სურს, შრომისუნარიან მოქალაქეების ეკონომიკაში ჩართვა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოახერხოს. დავითაშვილის განცხადებით, მომავალ წელს, დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შეიქმნას.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 000-იანი არმია ადამიანების, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკაში, წინსვლაში უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი. ეს ეტაპობრივად მოხდება, ერთ დღეში 200 ათასი ადამიანის დასაქმებას ვერ შევძლებთ, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მასშტაბური იყოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი მიმართულებით, მათ შორის, კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობასა და სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის ჩვენი ბუნების მოვლის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სუფთად შევინახოთ. ასევე ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის უკეთესად მოვლას, დაცული ტერიტორიების უკეთესად მოვლას და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. გარკვეული კვალიფიკაცია ამ ადამიანებს უნდა მივცეთ და შემდგომში მათი შემოსავალი მათი სამუშაო შესაძლებლობების შედეგად უნდა გაიზარდოს. მთავარი პირობა, რომელიც იქნება აუცილებლად გათვალისწინებული, არის ის, რომ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდეს და არანაირად არ უნდა გაუარესდეს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. მათი შემოსავალი, სულ მცირე უნდა გაიზარდოს. ეს არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ამოსავალი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალური პოლიტიკის გადახედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, რომელთაგან მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანია. ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო, ისინი არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილის მოძებნისა და მუშაობის დაწყებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, ადამიანი თუ ტელევიზორს ან მაცივარს შეიძენს, ქულები აკლდება და სოციალურ დახმარებას კარგავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დააანონსა. 

 

ამ თემაზე:

გასულ წელთან შედარებით უმუშევრობა 2.5%-ით გაიზარდა და 19.5%-ს შეადგენს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]