„ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა. ეხლა ახალი ეტაპი იწყება - არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადად, პარტიულ საქმიანობას.
პოლიტიკოსობას და ზოგადად, პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მაქვს.
იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ „გირჩი – მეტ თავისუფლებას“. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდით ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში“, – ამბობს იმედა კლდიაშვილი.
იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან, პირველ და 12 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ბოლოს მას 7-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დაპატიმრების შემდეგ კლდიაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.