weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ იმედა კლდიაშვილმა დატოვა

15:04 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა. ეხლა ახალი ეტაპი იწყება - არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადად, პარტიულ საქმიანობას.

პოლიტიკოსობას და ზოგადად, პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მაქვს.

 იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ „გირჩი – მეტ თავისუფლებას“. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდით ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში“, – ამბობს იმედა კლდიაშვილი.

იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან, პირველ და 12 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ბოლოს მას 7-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დაპატიმრების შემდეგ კლდიაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]