weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა „შერიგება“ – ვაშაძე

16:47 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

საქართველოს პარლამენტის წევრმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სიტყვა „შერიგება“ კატეგორიულად არ მოსწონს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პოზიცია საქართველოს მოქალაქეების, სულ მცირე 90%-ის მოსაზრებას ემთხვევა. კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა „შერიგება“. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. რა შერიგება, რის შერიგება? მარტივია: ცხოვრება უნდა დავიწყოთ ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება ეროვნული შერიგებისა და ერთმანეთისთვის მიტევების შესახებ. 6 დეკემბერს მან ხელისუფლებას მოუწოდა, „გონს მოეგოს, სანამ გვიანი არაა“ და ეროვნულ შერიგებაზე დათანხმდეს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია. 10 დეკემბერს კი მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, „რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას და წინ წავიდეთ“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შერიგებაზე საუბრის დასაწყებად წინაპირობებს აყენებს. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები და თქვას, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს პოლიტიკში დარჩენის უფლება აღარ აქვთ.

„ვიდრე ამ დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. პრეზიდენტს აქვს უფლება, მაქსიმალურად ეცადოს გააუმჯობესოს პოლიკური მოცემულობა, მაგრამ პერსპექტივასთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ მძიმე წარმოდგენა სწორედ იმის გამო, რომ ვიცნობ ამ ადამიანების ბუნებას. „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მის დასუსტებაშია პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების საფუძველი“, – ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]