weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა მომდევნო წლებშიც სისტემატურად გაგრძელდება – პრემიერი

13:40 შაბათი, 18 დეკემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების სულ მცირე 10%-ით გაზრდაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, ხელფასების მატება მომდევნო წლებშიც სისტემატურად გაგრძელდება.

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი გუშინ დაამტკიცა.

„მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების მინიმუმ 10%-იანი ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატურად გაგრძელდება. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, 312 ლარი იქნება; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება; ასევე, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებაც, რომელმაც 100 ლარი შეადგინა თითოეულ ბავშვზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა მიიღეს. მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ხელფასი დაახლოებით ორჯერ გაეზარდათ. მაგალითად, გურჯაანის მერის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან 5063 ლარი იქნება, ხოლო ბათუმის მერის – 5500.

ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტის მერებისთვის ხელფასების გაორმაგება და საჯარო მოხელეების ანაზღაუების ზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, აგვისტოში დააანონსა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]