weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

2008 წელს გამოხმაურება სუსტი იყო, მსოფლიო ვერ დაუშვებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას – გახარია

18:06 შაბათი, 19 თებერვალი 2022

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სიტყვებით „Слава Україні!“ („დიდება უკრაინას“) უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, მსოფლიომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს. 

„ამ რთულ დროს, მინდა ჩემი მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის ფასი. 2008 წელს საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი იყო. დღეს მსოფლიო ვერ დაუშვებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას. Слава Україні!“, – წერს გახარია Twitter-ზე.

ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხეზე საუბრობენ, რასაც ოფიციალური კიევი უარყოფს და ამბობს, რომ ასეთი გეგმები მათ არ აქვთ. ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, 17 თებერვალს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 222-ჯერ დაირღვა, ხოლო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ – 648-ჯერ.

თვითგამოცხადებული პრესპუბლიკების ლიდერებმა გუშინ მოსახლეობას მიმართებს და ბავშვების, ქალებისა და მოხუცების რუსეთში ევაკუაციის დაწყების შესახებ აცნობეს. ევაკუაცია დაახლოებით 700 000 ადამიანს შეეხება. დენის პუშილინისა და ლეონიდ პასეჩნიკის ვიდეომიმართვები სავარაუდოდ გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, 16 თებერვალს არის ჩაწერილი. ეს ინფორმაცია, ჩანაწერების მეტამონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა დამოუკიდებელმა მკვლევარმა გაავრცელა. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრანაში შეჭრის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბაიდენმა თქვა, აქვთ მიზეზი სჯეროდეთ, რომ რუსეთის ძალები უკრაინაზე დავდასხმას მომდევნო დღეებში გეგმავენ და მათი სამიზნე კიევი იქნება. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო დღეებია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დონბასში პროვოკაციებს აწყობენ, უკრაინის საზღვრებთან კი 150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]