weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიბილოვმა განაცხადა, რომ მზად არიან დონბასიდან ობოლი ბავშვების მისაღებად

18:40 შაბათი, 19 თებერვალი 2022

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ობოლი ბავშვების მიღების სურვილი გამოთქვა. ბიბილოვმა ამის შესახებ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერს, დენის პუშილინს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა. 

ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიბილოვმა განაცხადა, რომ დონბასში დაძაბულობის ესკალაციას შეშფოთებით ადევნებს თვალს და გმობს დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლას, რის გამოც ადგილობრივები იძულებულები არიან, სახლები დატოვონ. 

„ეს ყველაფერი იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ღია საომარი მოქმედებების დაწყებაზე თანხმობა მისცეს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

ბიბილოვმა საგანგებო სიტუაციების და განათლების ე.წ. მინისტრებს ბავშვების მიღებისა და განთავსების მზადყოფნის შესახებ მითითებები მისცა.

ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხეზე საუბრობენ, რასაც ოფიციალური კიევი უარყოფს და ამბობს, რომ ასეთი გეგმები მათ არ აქვთ. თვითგამოცხადებული პრესპუბლიკების ლიდერებმა დღეს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს, გუშინ კი მოსახლეობას მიმართებს და ბავშვების, ქალებისა და მოხუცების რუსეთში ევაკუაციის დაწყების შესახებ აცნობეს. ევაკუაცია დაახლოებით 700 000 ადამიანს შეეხება. დენის პუშილინისა და ლეონიდ პასეჩნიკის ვიდეომიმართვები გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, 16 თებერვალს არის ჩაწერილი. ეს ინფორმაცია, ჩანაწერების მეტამონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა დამოუკიდებელმა მკვლევარმა გაავრცელა. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრანაში შეჭრის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბაიდენმა თქვა, აქვთ მიზეზი სჯეროდეთ, რომ რუსეთის ძალები უკრაინაზე დავდასხმას მომდევნო დღეებში გეგმავენ და მათი სამიზნე კიევი იქნება.  აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო დღეებია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დონბასში პროვოკაციებს აწყობენ, უკრაინის საზღვრებთან კი 150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]