weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართული ოცნება“ უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს

18:43 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს. 

ქადაგიშვილის თქმით, სახეზეა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ყოვლად მიუღებელია და დაგმობას იმსახურებს. 

„ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელს კონტინენტს. ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს ძალიან მჭიდროდ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან. არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. 

გამომდინარე აქედან, ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ, უნდა იყოს აცდენილი ესკალაციის გადმოტანას საქართველოში. 

ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი გეგმის შესაძლო განხორციელების შესახებ უკვე გაცხადებული იქნა, როდესაც ბიბილოვმა, ე.წ. თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიწყებთ მზადებას, რათა შესაძლო ქართული პროვოკაციებისგანაც დავიცვათ თავიო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება საჯარო რეზოლუციის პროექტი.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა და უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სხდომის მოწვევას აპირებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]