weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მთავრობის ნებართვით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს – კობახიძე

15:51 სამშაბათი, 01 მარტი 2022

მმართველი პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში, სადაც ექვსი დღეა ომი მიმდინარეობს, მთავრობის ნებართვით მოხალისეების გაგზავნა, ნიშნავს „საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში“.

„თუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, თქვენ იცით, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ. 

დღეს საქართველო არ არის ცხელი ომის ნაწილი და მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე აწყობენ პროვოკაციებს საქართველოში, სურთ ერთადერთი რამ – საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია. საქმე ეხება სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას და უკრაინაში გამგზავრების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლას. 

„ჩვენი დიპლომატები სწორედ ახლა ახორციელებენ სამართლიან და აბსოლუტურად აუცილებელ გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც უღალატეს თავიანთ სიტყვას და საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა „დაუყოვნებლივ იწვევს ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეების დაბრკოლების გამო, რომლებსაც დახმარება სურთ და სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის გამო“.

28 თებერვალს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა ავიარეისი, რომლითაც მოხალისეები უკრაინაში გამგზავრებას აპირებდნენ. ამ საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც. მან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართა, „გამბედაობა გამოეჩინა“ და თვითმფინავისთვის გაფრენის ნებართვა მიეცა. შმიგალის თქმით, „მამაცი ქართველი ძმები“ უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]