weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პრეზიდენტი საგარეო უწყებას: ჩემი მხარდაჭერა დროშების გადმოფენაში არ გამოიხატება

23:20 სამშაბათი, 01 მარტი 2022

„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!“, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას იმის შესახებ, თუ რა გააკეთა საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რა სახის დახმარება გაუწიეს უკრაინას:

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება;
  • დახმარება საქართველოში მყოფ უკრაინელ ვიზიტორებს;
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროში ფერებში განათდა;
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები აღიმართა;
  • „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი უკან გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიმართ „ამორალური პოზიციის“ გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]