weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდში „დროას“ წევრებს ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერი ჩამოახსნევინეს

18:38 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ზუგდიდში, პარტია „დროას“ ოფისის წევრებს ოფისის ფასადიდან ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერი ჩამოახსნევინეს. როგორც მარიამ სიჭინავა ამბობს, მერიის ზედამხედველობის სამსახური პოლიციამ გამოიძახა.

„მოიყვანეს ამწე იმ ბანერის ჩამოსახსნელად, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ვაგზავნით იქ, სადაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსული საბრძოლო ხომალდი გაგზავნეს“, – ამბობდა მარიამ სიჭინავამ. 

მას შემდეგ, რაც პარტიის ოფისთან ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ, სიჭინავამ ბანერი თავად ჩამოხსნა. მასზე გაკეთებული იყო წარწერა „Илившабираг иди ан йух“. 

„გუშინწინ იგივე ბანერი გავფინეთ, თუმცა პოლიციამ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, იმიტომ, რომ მასზე იკითხებოდა უწმაწური სიტყვები, ამიტომ ეს სიტყვები შემოვაბრუნე – რადგან ჩვენს მთავრობას სწორად ნათქვამი არ ესმის, იქნებ შებრუნებული გაიგოს და ბატონი ღარიბაშვილი გაუყენონ რუსული ხომალდის გზას. ამ ბანერის ჩამოხსნა იმას არ ცვლის, რომ ღარიბაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა სიჭინავამ. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ბანერი ნებართვის გარეშე იყო განთავსებული და ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება ამიტომ მოახდინა: „არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც პირდაპირ არეგულირებს ქალაქის ტერიტორიაზე ბანერების განთავსებას – არ აქვს მნიშვნელობა შინაარსს. შესაბამისად, თუ ბანერის განთავსებისთვის კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას არ გააჩნია ნებართვა, მისი განთავსება უკანონოდ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში, მეპატრონემ თვითონ ჩამოხსნა ბანერი“, – განაცხადა ლორა ქობალიამ. 

მოქალაქეთა ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს და მის გადადომას ითხოვს იმ განცხადებების გამო, რომელიც მან უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ შეუერთდება. ასევე, 28 თებერვალს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სანქციები ეფექტური არ არის“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]