weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს – ღარიბაშვილი

13:22 პარასკევი, 08 აპრილი 2022

„ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს მეშვეობით ცდილობს სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინული მხარის განცხადება „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო.

„არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ამ საკითხს გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება.

მე მინდა, ცალსახად განვაცხადო – რა თქამ უნდა, საქართველო არასდროს, არასოდეს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია.

ამაზე სერიზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით. ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია.

ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან. ონლაინ რეჟიმში ვცვლით ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, ამაზე კითხვა არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, რუსები ამას უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და სანქციების გავლენა შემცირდებდა.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ საქართველოსგან ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“, – განაცხადა კულებამ.

საქართველოს სახელმწიფო საფრთხოების სამსახური და მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირიქით, უკრაინული მხარისგან ითხოვენ იმ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს. როგორც სუს-მა განაცხადა, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, რომელიც საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას ისახავს მიზნად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]