weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს თავი მოაწონოს რუსეთს – არესტოვიჩი

10:42 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის შეფასებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ქმედებების გამართლებას და ოკუპანტი ქვეყნისთვის თავის მოწონებას ცდილობს.

არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის პოზიციებს დღეს.

„მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები.

ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს.

მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერ უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველი მოხალისეების დაბრკოლების და „სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის“ გამო მიიღო. ზელენსკი ამბობს, რომ აუცილებლად დააბრუნებს ელჩს „მეგობარ საქართველოში“, როგორც კი საქართველოს მთავრობისგან უკრაინის მხარდაჭერას იგრძნობს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]