weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველაფერი კეთდება, შეუძლებლობის ფარგლებშიც კი, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად – მელია

17:31 სამშაბათი, 03 მაისი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

„კითხვა - რას აკეთებს პარტია და რას აკეთებს საქართველოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე, ხშირად ისმის, მაგრამ პასუხიც არის უკვე ძალიან გასაგები: ყველაფერს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველაფერი შესაძლებლობებისა და შეუძლებლობების ფარგლებშიც კი კეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და საზღვარგარეთ შესაბამის ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის მთელი სხვადასხვა ფრონტებია გაძლიერებული, ოჯახი თავის მხრივ აქტიურობს, პოლიტიკური პარტია თავის მხრივ აქტიურობს, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება, სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მკაფიოა თავის მოთხოვნებში, სახალხო დამცველი და ა.შ.“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, ბოლო დღეებია ვილნიუსში, კონფერენციაზე იმყოფება, სადაც იმ ადამიანებს ხვდება, ვისაც „უდიდესი გავლენა აქვთ“ ევროპული პოლიტიკის ფორმირებაზე.

„თუკი აქამდე ცალკეული ადამიანებისთვის ბუნდობვანება იყო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის გარშემო, დღეს სრული კონსენსუსი და ძალების კონსოლიდაცია ხდება. მე სიმართლის მომხრე ვარ. დასავლეთში ასეთი ცალსახა პოზიცია არ იყო უკანასკნელი თვეების განმავლობაში, სამწუხაროდ.

თვისობრივად არის შეცვლილი დამოკიდებულება და ეს უნდა მოვიდეს ქართული საზოგადოების აქტიურობასთან თანხვედრაში. მსგავსი დამოკიდებულება ორი თვის წინ სანატრელი იყო“, – აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების აქტიურობა სახეზეა, მაგრამ საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭრის გარეშე მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვერ დატოვებს.

ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა აქციების გამართვას, მელიამ უპასუხა: „ფრონტი გახსნილია, გაშლილია. პარალელურად ყველაფრისა იქნება ყველა შესაბამისი ღონისძიება. ახლა არის ერთობის დრო. აქ არის ჩასაფრებული ადამიანების უადგილო გამოხტომები - „რას აკეთებს პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ დღემდე, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ტყვეა? იმისთვის, რომ დღემდე საქართველოს 20% ოკუპირებულია? იმისთვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი მალე იქნეს ჩამოშორებული ოლიგარქიულ სადავეებს? ეს ყველაფერი მიმდინარე სერიოზული პრობლემებია, რომლებიც აუცილებლად გადაწყდება, მაგრამ გადაწყდება ერთსულოვნებით, კონსოლიდაციით და არა ჩასაფრებული პოზიციიდან ერთმანეთზე ნიშნის მოგებით“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ვადა მისცა იმისთვის, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილება მიეღო. მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვა დააანონსეს. ისინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

 

ამ თემაზე:

ანორექსია, კუნთების განლევა და სისუსტე – ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობაზე

სააკაშვილი არ სეირნობს და შერჩევით არ იღებს გარკვეულ მედიკამენტებს – ბრეგაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]