weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

მოვუწოდებ პარლამენტარ ექიმებს გამოვიდნენ პარტიული დღის წესრიგიდან – დეკანოიძე

19:21 შაბათი, 07 მაისი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარლამენტარ ექიმებს, მათ შორის, დიმიტრი ხუნდაძეს და დავით სერგეენკოს, მოუწოდებს, პარტიული დღის წესრიგიდან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე იზრუნონ.

როგორც დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, უნდა აღდგეს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კონსილიუმის მუშაობაც.

„კვლავ მინდა გავაკეთო განცხადება და ხაზი გავუსვა – აღდგეს ჯანდაცვის სამინისტროში ის კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში. ამ კონსილიუმში არსებულ ყველა ექიმს, რომელსაც კანონის მიხედვით ევალება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება გადაარჩინოს, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; ისევე როგორც უნდა შევიდნენ პარლამენტარი ექიმები, ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლობა. ვგულისხმობ ხუნდაძეს, სერგეენკოს და სხვა ექიმებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი, მეც მოვუწოდებ მათ, რეალურად გამოვიდნენ ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგიდან, ადამიანის გადარჩენაზე იზრუნონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც სამედიცინო განათლება აქვთ, ციხეში მისი მონახულება 4 მაისს სთხოვა. სააკაშვილის მიმართვას დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია. მისი თქმით, სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]