weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

კირილმა გაგლოევს გამარჯვება მიულოცა – საქართველოს საპატრიარქოსთვის ეს გაუგებარია

15:20 ორშაბათი, 16 მაისი 2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა ალან გაგლოევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. განცხადება მოსკოვის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკის მეთაურად თქვენი არჩევით ათასობითი ადამიანი ამყარებს იმედს, რომ სამხრეთ ოსეთის სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში პოზიტიური ცვლილებები იქნება, მოხდება რეგიონის დინამოური განვითარება და კეთილდღეობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ორგანოებთან და ყველა კეთილგანწყობილ ძალასთან რელიგიური თემების კარგ ურთიერთქმედებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მტკიცე მორალური იდეალების ჩამოყალიბებაში, ხალხის გადარჩენასა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებაში.

გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს, მშვიდობას და ღვთის წყალობას სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე სამსახურში“, – ამბობს კირილი 13 მაისით დათარიღებულ მისალოც წერილში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო წერილს დღეს, 16 მაისს გამოეხმაურა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი ასეთი ნაბიჯები სამწუხაროა და გაუგებრობას ბადებს.

„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან:

  • ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე;
  • ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, – აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდა და გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოცხადდა. მისი ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს არის დაგეგმილი. ე.წ. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 13 მაისს, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა „ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]