weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ველით მოსკოვსა და ცხინვალს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას – რუდენკო

19:16 სამშაბათი, 17 მაისი 2022

რუსეთის ხელისუფლება მოელის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მოსკოვსა და ცხინვალს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პოლიტიკას გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველთა ნების თავისუფლი გამოხატვის პირობებში, რესპუბლიკის მოქალაქეების მხრიდან თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კურსის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, ველით მოსკოვსა და ცხინვალს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ალიანსისა და ინტეგრაციის სულისკვეთებით.

ალან გაგლოევს წინ ბევრი სამუშაო აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ახალი გუნდი მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედებს“, – განაცხადა რუდენკომ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდა. მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობდა, წარმატებას ვერ მიაღწია და გამარჯვებულად „ოპოზიციური პარტიის“ ლიდერი, ალან გაგლოევი გამოცხადდა.

ე.წ. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 13 მაისს, ბიბილოვმა ოკუპირებული რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო გაგლოევმა ბიბილოვი გააკრიტიკა. მისი განმარტებით, რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის „უდიდესი ოცნებაა“, თუმცა სხვა საკითხია, „დადგა თუ არა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება“.

ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]