weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი გაუქმდა

10:40 სამშაბათი, 31 მაისი 2022
ალან გაგლოევი ალან გაგლოევი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი, რომელიც 17 ივლისს იყო დანიშნული აღარ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მიიღო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ სარეფერენდუმო შეკითხვის სამართლებრივი შედეგები გაურკვეველია.

ალან გაგლოევი სრულ მხარდაჭერას უცხადებს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციას“ და ამ საკითხზე კონსულტაციების „დაუყოვნებლივ“ გამართვის საჭიროებას ხედავს.

რეფერენდუმი ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „უფლებამოსილების“ ამოწურვამდე, ალან გაგლოევთან შეუთანხმებლად დანიშნა. ახალი ბრძანების შესაბამისად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რეფერენდუმის მოწვევის შესახებ“ 13 მაისის ბრძანების მოქმედება „კონსულტაციების“ დასრულებამდე შეჩერებული იქნება.

 

ამ თემაზე:

ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

გაგლოევი მიიჩნევს, რომ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ჯერ ადრეა

პესკოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხზე არ მუშაობენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]