weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას – მორგოშია

17:25 ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022

ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა / ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას ყურადღებას არასოდეს აქცევდა. მორგოშია გუშინ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლით დაიმუქრა, რა დროსაც ცნობილი გეი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მიერ შექმნილი ბრენდის მაისური ეცვა.

„არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას. არადა, მე მეძახიან ჰომოფობს, მოძალადესა და ბნელს. ვიმოსები იმით, რაც მომწონს. დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციაზე ხაზს უსვამს ის ხალხი, რომლებიც თავისი ჭკუით მე მარიგებენ ათასგვარი რჩევა-დარიგებებით მთელი დღის მანძილზე. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს.

ამაზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ - ერთადერთი: ამ მაისურს, რომელიც დღეს ტოპ თემა იყო, 3 ივლისს, გავუგზავნი ქალბატონ კელი დეგნანს, საჩუქრად. ეს პირობა შემიძლია დავდო.

სასაცილო ხალხია და კარგია, რომ ბოლო გაფართხალების დროს, იუმორს არ კარგავენ“, – განაცხადა მორგოშიამ „ალტ ინფოს“ ტელევიზიის ეთერში.

ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ლგბტქ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ მიერ 2 ივლისს „პრაიდ ფესტივალს“ ჩატარებას. მორგოშიას ინფორმაციით, ღონისძიება კერძო საკუთრებაშია დაგეგმილი.

„რამდენიმე კვირის უკანაც ვთქვი, რომ ვიცით ლოკაცია. კერძო საკუთრებაა, საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც ესენი გეგმავენ ფესტივალს. ეს ფესტივალი იქნება ჩვეულებრივი ორგია, მეტი არაფერი და ამის მერე, უცხოელ დიპლომატებთან, უცხოურ მედიებთან ამ ფერად-ფერადი დროშებით და სანათებით გააფორმებენ , თითქოს საქართველოში ხალხმა უკვე დაიწყო ამ საკითხების მიმართ ტოლერანტულად მიდგომა და საქართველოში დემოკრატია ყვავის. ჩემი ფეხები! არაფერი არ ყვავის აქ. აქ ხარობს მხოლოდ ქართველი ხალხი, ჩვენი ტრადიციები, ადათი და წესი“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

მორგოშიას თქმით, იმ ტერიტორიას, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ ჩატარება იგეგმება, რამდენიმე დღით ადრე დაიკავებენ: „იმ ადგილზე ვერც მივლენ. ამის პირობას ვდებთ. ჩვენ არ ვაანონსებთ ძალადობას, არავის მოვუწოდებთ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. უბრალოდ, ჩვენს მიწა-წყალს დავიცავთ“. 

 

ამ თემაზე:

არ მჯერა დემოკრატიის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრ კანონს შევცვლით – მორგოშია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]