„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ცოტა ხნით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე და განუმარტეს, რომ უკვე ყველაფერია გაკეთებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ქვეყნის მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, რომ დღეს საშუალება არ აქვს საქართველოს კანდიდატურა ეფექტურად დაიცვას.
„მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ“, – ამბობდა სალომე ზურაბიშვილი.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა. სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენაც მოუწოდებენ.
ამ თემაზე:
ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარია: არა და არასოდეს – ზურაბიშვილი