weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორელი: ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ

00:19 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. პირიქით“, – ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებასთან დაკავშირებით.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა.

„ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა ევროპული მომავლის ასაშენებლად“, – განაცხადა ბორელმა.

დღეს, 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამ 12 პრიორიტეტს შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.

 

ამ თემაზე:

მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – ღარიბაშვილი

მზად ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეუპოვრად ვიმუშაოთ – ზურაბიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]