weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ძალადობა მიუღებელია, იმედგაცრუებულები დავრჩით – დეგნანი საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

19:36 პარასკევი, 01 ივლისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კომენტარი გააკეთა საელჩოს ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც „ქართული ცონების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. ელჩის თქმით, ამ საქმეს სწავლობენ.

„ჯერჯერობით არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ძალადობა მიუღებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ მსგავსი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ.

გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გავმართეთ, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. იმედგაცრუებულები დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური, შესანიშნავი ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, შეშფოთებულები არიან იმით, რომ რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობას აქვს ადგილი. კელი დეგნანის შეფასებით, შემაშფოთებელია, როცა ძალადობრივი გზით იზღუდება ადამიანის შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.

გუშინ, 30 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ აშშ-ის სალეჩოს ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ წერეთლის მხდიდან ადგილი ჰქონდა „უბინძურეს, სიბილწის ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიტყვებს და ქცევას“.

„როდესაც მასთან მივედი, ვეკითხებოდი, როგორ გაბედა და რატომ გაბედა ამდენი რამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი“, – ამბობს ოხანაშვილი.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

„რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის, რომ ხუთი დეპუტატი მოსულიყო და ამერიკის საელჩოში ფიზიკურად გასწორება დაეწყო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს: პარლამენტის ინციდენტი რომ იყო რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა რაღაც გულში ჩადებული. ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ მქონდა შელაპარაკება“, – ამბობდა წერეთელი.

მან ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს შორის დაასახელა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც. ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს ოხანაშვილმა და მგალობლიშვილმა დაარტყეს.

 

ამ თემაზე:

ოხანაშვილმა მე კი არა, მთელ საელჩოს და ამერიკას გაარტყა ხელი – წერეთელი

პროვოკატორმა მიიღო პასუხი, მეც იგივეს გავაკეთებდი – კობახიძე

ოდიშარია: აბსურდია რომ 4 დეპუტატი დაორგანიზდა და ერთ კაცზე ანგარიშსწორებაში მიღო მონაწილეობა

პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა – დეპუტატი მგალობლიშვილი

ვატო წერეთელმა მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ანრი ოხანაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]