weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გაუგებარია რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს აშშ-ის ელჩი – ყაველაშვილი

17:28 შაბათი, 09 ივლისი 2022

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მის ღია წერილზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პასუხში „დაუფარავი გაღიზიანება“ დაინახა, რითიც გაოცებულია. ყაველაშვილის თქმით, „დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს“.

დეპუტატი ამბობს, რომ მას აშშ-ის ელჩთან ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს „ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა“.

„გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი.

შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა  „ფე ეს ბე-ს მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ“, – დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა Facebook-ზე.

შეერთებული შტატების ელჩმა გუშინ თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე და აღნიშნა, რომ წერილი ბოლომდე ვერ წაიკითხა. ღია წერილში ყაველაშვილი წერდა, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ. გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილი წერდა, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას. როგორც ის აღნიშნავდა, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ელჩი ამ მოთხოვნას არ ემიჯნება, „ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერს, უარეს შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, მისი მოფიქრებულია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]