weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუბარს უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე NGO-ების ნახევარზე მეტს – პაპუაშვილი

18:10 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა დამიხეილ ყაველაშვილის მხრიდან „არანაირი ანტიდასავლური კამპანია“ არ მიმდინარეობს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სასაცილოა, ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ სამოქალაქო აქტივისტს.

„სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. ასე რომ, საუბარი, თითქოს, აქ რაღაც ანტიდასავლური კამპანიაა, სასაცილო და არასერიოზულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს საკრებულოების წევრების მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, მათაც ღია დისკუსიის საჭიროება დაინახეს.

„მე რა განცხადებებიც ვნახე, ზუსტად იგივე მოტივაცია იყო, რაც ჩვენს სამ კოლეგას ჰქონდა და ამ მოტივაციაში შეუერთდნენ. ესეც დემოკრატიული დისკუსიის ნაწილია. როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, შეფასებას აკეთებს, ხდება ამისი დისკრედიტირება სხვადასხვა ეპითეტებით ნაცვლად იმისა, რომ ამაზე იყოს მსჯელობა, უკვე არადემოკრატიულია. ადამიანებს აქვთ საკუთარი მოსაზრება, საკუთარი აზრი. ამ აზრს, ან მოსაზრებას, ან ინფორმაციას ყველამ ან საპირისპირო ინფორმაცია უნდა დაუპირისპიროს, ან საპირისპირო ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მას შემდეგ, რაც 28 ივნისს, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მოტივით „ქართული ოცნების“ ფრაქცია და პარლამენტში დაკავებული თანამდებობები დატოვეს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ, „თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“. მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილითაც მიმართა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ელჩი ქართული ოპოზიციის ნაწილის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებებს, მათ შორის, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არ გაემიჯნა. ყაველაშვილის თქმით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, აშშ-სგან დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. დეპუტატმა ელჩს უთხრა, რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნება, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ელჩი ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ან სულაც, ეს მოთხოვნა მისი მოფიქრებულია. კელი დეგნანის პასუხი იყო, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით არის სავსე და ის ბოლომდე ვერ წაიკითხა.

კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკრიტიკეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს მუნიციპალიტეტების საკრებულოების რამდენიმე წევრიც შუერთდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]