weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

აშშ-ის ელჩი გორის საკრებულოს წევრმაც გააკრიტიკა და „ქართული ოცნება“ დატოვა

19:09 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

„ქართული ოცნება“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმაც დატოვა.

„ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი სჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს...“, – წერს გოგინაშვილი სოციალურ ქსელში.

საკრებულოს წევრი ყურადღებას ამახვილებს პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის წერილზე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე და ამბობს, რომ ხალხმა კითხვებზე პასუხების ნაცვლად „შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა“ ნახა.

„ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის, როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება, კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში“, – აცხადებს გორის საკრებულოს წევრი.

საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მოტივით „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ, პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა, სადაც წერდა, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, აშშ-სგან დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. დეპუტატმა ელჩს მისწერა, რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“ და როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნება, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ელჩი ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ან სულაც, ეს მოთხოვნა მისი მოფიქრებულია. კელი დეგნანის პასუხი იყო, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით არის სავსე და ის ბოლომდე ვერ წაიკითხა.

კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკრიტიკა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს მუნიციპალიტეტების საკრებულოების რამდენიმე წევრიც შუერთდა. პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გამოეყო, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე იყო, რომელმაც სხვა საკრებულოების წევრებსაც მოუწოდა, მიბაძონ, თუმცა ისე არ გააკეთონ, რომ „რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]