weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაშა ჩხიკვაძის განცხადება ამერიკის ელჩის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილია – დოლიძე

16:02 პარასკევი, 15 ივლისი 2022

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.  

„ე.წ შულავერის კომიტეტმა (ყაველაშვილი და სხვები) წამოიწყო საინფორმაციო კამპანია ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ. ამ კამპანიის მიზანია დისკომფორტი შეუქმნას ელჩის საქმიანობას საქართველოში და გააფუჭოს ჩვენი და ამერიკის ურთიერთობა.

თავიდან ბოლომდე ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ლაშა ჩხიკვაძის განცხადების დროც და ადრესატიც მიუთითებს, რომ ის არის სწორედ ამ კამპანიის ნაწილი“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ლაშა ჩხიკვაძის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა ყოფილმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვა „ძალიან შემაშფოთებელი ამბავია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან“.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, „ნებისმიერი ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ არ არის მართალი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]