weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...“ – წულუკიანი

16:18 პარასკევი, 15 ივლისი 2022

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას მიესალმება. მისი თქმით, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობას „თავს ესხმიან“, პირველ რიგში სწორედ მოსამართლეები უნდა იმაღლებდნენ ხმას.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...“,  – წერს იუსტიციის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან“.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, „ნებისმიერი ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ არ არის მართალი“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოსამართლის განცხადება აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილად შეაფასეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]