weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამერიკის საელჩოზე პოლიტიკურ შეტევაში დღეს უკვე მოსამართლე ჩაერთო – თოლორაია

17:16 პარასკევი, 15 ივლისი 2022

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შეფასებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ჩართვა პოლიტიკურ პროცესში „ძალიან ცუდი პრეცედენტია“.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური შეტევა ამერიკის საელჩოზე და დღეს უკვე ვნახეთ კონკრეტული მაგალითი, როგორ ჩაერთო ამ პოლიტიკურ პროცესში რიგითი საჯარო მოხელე - მოსამართლე, რომელსაც კანონით მოეთხოვება, რომ იყოს ნეიტრალური, მიუკერძოებელი.

რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლო ხელისუფლების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან“.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, „ნებისმიერი ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ არ არის მართალი“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოსამართლის განცხადება, აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად შეაფასეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]