weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

თუ ჩემს ლიკვიდაციას მოახდენდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ – გოგაშვილი

22:01 ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის განცხადებით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა წელიწად-ნახევრის წინ გააფრთხილა, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავდა.

„ეს დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს“ და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს „ქილერი“ იმყოფებოდა პანკისში.

მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა, დასანანია“, – აცხადებს გოგაშვილი.

მეუფე იაკობის „გაფრთხილების“ შესახებ ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის დაკავების შემდეგ პირველმა მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გააჟღერა. „4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“, – განაცხადა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან. მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ასეთ სისულელეზე არასოდეს უსაუბრია“.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნებოდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, სუს-ის უფროსის მაშინდელი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან იოსებ გოგაშვილი ამოიცნეს, თუმცა სუს-ი გოგაშვილის მონაწილეობას უარყოფდა.

2019 წლის 7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს. გოგაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი განადგურებას გადაურჩა და მადლობა გადაუხადა სუს-ს, რომელმაც, მისი თქმით, მომზადების პროცესში აღკვეთა დანაშაული. მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხეს. მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ის სუს-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფდა. იმავე წლის 19 მაისს იოსებ გოგაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ იყო, რის გამოც სამართალდამცველებს მოუწოდა, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]