„მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!“,
– წერს თალაკვაძე Facebook-ზე.
რამდენიმე საათის წინ, გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პილოტმა „მართვა დაკარგა“. ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ. უწყებას მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.
მომხდარის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზა სამაშველო ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიხსნება.