weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2022

გაუგებარია, რატომ არ გადასცა პრეზიდენტმა პარლამენტს ჩემი კანდიდატურა – კალანდარიშვილი

14:17 შაბათი, 06 აგვისტო 2022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის ვადის გაგრძელების მიზნით ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

„ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მე არ მქონია ნამდვილად ეს მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან. გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით განხორციელდა ჩემი კანდიდატურის არ გადაცემა საკანონმდებლო ორგანოსთვის. საზოგადოებასთან ერთად, მეც დიდი ინტერესით ველოდები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან თავად მის განცხადებას“, – განცხადა გიორგი კალანდარიშვილმა „მთავარ არხთან“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად პრეზიდენტმა პარლამენტს თამარ ალფაიძის და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

გიორგი კალანდარიშვილს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. ის მესამედ ვადით ცდილობდა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას. წინა ორ შემთხვევაში - 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში - პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის არარსებობის გამო, პარლამენტმა ის მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია. ცესკომ გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით 2021 წლის ადგილილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა.

 

ამ თემაზე:

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის კიდევ ერთხელ წარდგენა ცესკოს არ გააძლიერებდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]