თამარ ალფაიძე სამართლის დოქტორი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორია. 2022 წელს ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა. 2019 წელს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. რევაზ ეგაძე 2022 წლიდან ცესკოს სწავლების პროცესის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელია. 2017-2020 წლებში ის გარდაბნის მერის მოადგილის თანამდებიბას იკავებდა.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარუდგინა, მეორე ვაკანტიურ თანამდებობაზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, რადგან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანმა პრეზიდენტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
ამჟამად გიორგი კალანდარიშვილი იკავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. კალანდარიშვილი მესამედ ვადით ცდილობდა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას. წინა ორ შემთხვევაში - 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში - პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის არარსებობის გამო, პარლამენტმა ის მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია.
ამ თემაზე:
გაუგებარია, რატომ არ გადასცა პრეზიდენტმა პარლამენტს ჩემი კანდიდატურა – კალანდარიშვილი
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის კიდევ ერთხელ წარდგენა ცესკოს არ გააძლიერებდა