weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

„გაუგებარი და მიკერძოებული“ – „ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებაზე

17:06 შაბათი, 06 აგვისტო 2022
ფოტოზე - ირაკლი ქადაგიშვილი ფოტოზე - ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ წარუდგინა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რაციონალური ახსნა არ აქვს.

„გაუგებარი და აუხნელია პრეზიდენტის ეს პოზიცია გამომდინარე იქიდან, რომ ის ორი არჩევნებს, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა. ის კანდიდატი, ვინც ახლა ასრულებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, არა მარტო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, არამედ მან კონკრეტული, ასე ვთქვათ, ტესტი გაიარა... თუ რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ალბათ, ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. ჩვენ საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებასთან.

უკვე დიდი ხანია, რაც ქალბატონი პრეზიდეტი პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა და სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა - ნეიტრალობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი ოპოზიციის კეთლგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

„შესაძლოა ამით აიხსნებოდეს ეს ნაბიჯი, რადგან სხვა ახსნა და არგუმენტაცია, ჩემი აზრით, ამას ვერ ექნება.

რაღაც დესტრუქციული, ასე ვთქვათ, როლის თამაშის მცდელობაა იმისთვის, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან.

არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ, რომ საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როდესაც უკეთეს კანდოდატს უარს ეუბნები მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გულისთვის შეიძლება შეგაქოს. ოპოზიციის შექების სურვილით მცდარი გადაწყვეტილებების მიღება, ვფიქრობ, სწორი მიმართულება არ არის, რასაც შუეძლია რეზულტატად დეპოლარიზაცია მოიტანოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად „მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არ უნდა გამოიჩინოს“.

„ჩვენი ამოცანა, ყველა პრცედურისა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებს გულისხმობს, ნიშნავს იმას, რომ შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი და არა ოპოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. შესარჩევ კონკურსში ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მან სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერა ამჯერად ვეღარ მიიღო. პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

გიორგი კალანდარიშვილს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. ის მესამედ ვადით ცდილობდა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას. წინა ორ შემთხვევაში - 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში - პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის არარსებობის გამო, პარლამენტმა ის მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია. გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ცესკომ 2021 წლის ადგილილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პარლამენტისა და საკრებულოებს შუალედური არჩევნები ჩაატარა.

 

 ამ თემაზე:

გაუგებარია, რატომ არ გადასცა პრეზიდენტმა პარლამენტს ჩემი კანდიდატურა – კალანდარიშვილი

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის კიდევ ერთხელ წარდგენა ცესკოს არ გააძლიერებდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]