weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებას ითხოვს

22:09 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

უკრაინის გენერალური პროკურატურა პოლიციას სთხოვს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადოს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამის შესახებ პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ “ფეისბუქის” საშუალებით განაცხადა.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ, უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს, აღნიშნა, რომ დღეს დაკავებულ და მხარდამჭერების მიერ გათავისუფლებულ სააკაშვილს “გაქცეულის” სტატუსი აქვს.

უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და უკრაინაში საპროტესტო აქციების მოწყობის მიზნით ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული და რუსეთში გაქცეიული ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსგან მილიონი დოლარის აღებაში ადანაშაულებს.

დღეს, კიევში, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის წარმომადგენლება იმ სახლში დააკავეს, სადა ცხოვრობს. დაკავებამდე სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა და გადახტომით იმუქრებოდა. მან სახურავიდან სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი დაკავება უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან შეათანხმა.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე დააკავეს. შენობიდან გამოყვანის შემდეგ სპეცრაზმსა და პოლიტიკოსის მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ხალხს რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული ის მიკროავტობუსი, რომლითაც სამართალდამცავებს სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ. მოგვიანებით მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხეს და უმაღლესი რადას შენობის წინ აქცია გამართეს. მიხეილ სააკაშვილმა კიეველებს ქუჩაში გამოსვლისა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაყენებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს და უკრაინის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]