weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი ექნებათ

11:09 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018
ფოტოზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ფოტოზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2750 ლარის ნაცვლად 4500 ლარი გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს აღემატება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების ხელფასებიც.

დადგენილება ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ 2018 წლის 18 იანვარს იქნა დამტკიცებული, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან მოხდა. 

საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის მერის ლაშა კომახიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2750 ლარს შეადგენდა, 4500 ლარამდე გაიზარდა

„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 4500 ლარამდე გაიზარდა ქალაქ რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები, აჭარის 4 მუნიციპალიტეტის - ქობულეთის, ქედის, ხულოს და შუახევის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ანაზღაურება კი 2650 ლარის ნაცვლად 3500 ლარი გახდა.

2650 ლარიდან 3950 ლარამდე გაიზარდა ბოლნისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის სარგოები, ხოლო თეთრიწყაროს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის 18 იანვრიდან 3600 ლარს მიიღებენ. 

შედარებისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელფასი 4280 ლარია, თბილისის მერის კახა კალაძის სარგო კი 3180 ლარს შეადგენს. „საჯარო დაწესებულებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მათი ხელფასის ოდენობის გაზრდა 2021 წლის 1 იანვრამდე იკრძალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]