weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა ერთ წელში დანამატი 37-ჯერ აიღო

12:01 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მოადგილის მირიან მჭედლიშვილის ანაზღაურებამ ერთ წელიწადში 135 517 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან 3-ჯერ მეტი სხვადასხვა სახის დანამატები მიიღო, - სულ 102 877 ლარი.

მირიან მჭედლიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2015 წლის აგვისტოდან იკავებს. 2014 წლის დეკემბერში იგი შს სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად დაინიშნა, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ კონტროლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მირიან მჭედლიშვილმა 2016 წლის განმავლობაში სულ მიიღო 135 517 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც თვეში საშუალოდ 11 293 ლარია. მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა 32 640 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 102 877 ლარი, სხვადასხვა სახის დანამატებია.   

მირიან მჭედლიშვილის ანაზღაურება 51 704 ლარით აღემეტებოდა სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასს, რომელმაც იმავე პერიოდში 83 813 ლარის ოდენობით  გასამრჯელო მიიღო. 

პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა ბაზის მონაცემებით, მირიან მჭედლიშვილი სახელისუფლებო პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა, - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 21 000 ლარი ჩარიცხა. 

აღსანიშნავია, რომ მირიან მჭედლიშვილის ძმა მალხაზ მჭედლიშვილი 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ნოემბრამდე ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

მსგავსი თემები:

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

მთავრობის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები პრემიერის ხელფასზე მეტ დანამატებს იღებენ

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]