weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადები უარყოფილია - ქრისტიან კლოსი

18:26 სამშაბათი, 06 მარტი 2018

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა ქრისტიან კლოსმა განაცხადა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქის განაცხადი უარყოფილია და მათ საქართველოში დაბრუნება მოუწევთ, მათ შორის იძულების წესით.

ქრისტიან კლოსი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. კლოსის განცხადებით, საუბრის თემა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხი იყო.

„უვიზო რეჟიმის შენარჩუნება ჩვენი საერთო მიზანია. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გასულ თვეებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვიმკვეთრად გაიზარდა.

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამიტომ გერმანიაში არ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.სწორედ ამიტომ, თავშესაფრის მინიჭებაზე თითქმის ყველა განაცხადი უარყოფილია და ყველა ქართველი საქართველოში დაბრუნდება - თუ საჭირო გახდა იძულების წესითაც კი.

მათ აეკრძალებათ შენგენის ზონაში ხელახლა შესვლა“, – განაცხადა ქრისტიან კლოსმა.

20 თებერვალს გერმანიიდან საქართველოში 65 ადამიანი გამოაძევეს, მათ შორის იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც თავშესაფრის მიღებას სხვა ქვეყნებშიც ცდილობდნენ. ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ჩხიკვიშვილის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც იგეგმება. კონსულის განმარტებით, უკან იმ ადამიანებს აბრუნებენ, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა, მაშინ როდესაც 2017 წლის სექტემბერში ეს რიცხვი 238 იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]