საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპის ფარგლებში ღონისძიება უკვე გაიმართა ზესტაფონში, სამტრედიაში, დღეს გაიმართება სიღნაღსა და ხულოში, 23 მაისს დაგეგმილია მარნეულში, 24 მაისს კასპსა და ოზურგეთში, 25 მაისს მესტიასა და ყაზბეგში, 28 მაისს მარტვილში.
საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს არის მიღებული, რის შემდეგაც მასში ცვლილებები 33-ჯერ არის შეტანილი.
კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც 4 თვის ვადაში მოამზადა კონსტიტუციის ფაქტობრივად ახალი ვერსია.
განახლებული კონსტიტუცია მოცულობით გაცილებით მცირეა - იგი პრეამბულისა და 78 მუხლისგან შედგება (მოქმედ რედაქციაში 124 მუხლია). პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულა უცვლელი რჩება, ხოლო ძირითადი ნორმების უმეტესობა იცვლება.