weather cur horoscope tv
ივნისი 01, 2023

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა აფერხებს განვითარებას – პრეზიდენტი

14:19 სამშაბათი, 23 მაისი 2017

„პრეზიდენტის აზრით, ის რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში.

ეკა მიშველაძემ ხაზი გაუსვა თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მნიშვნელობას, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა 2004 წელს მოახდინა. მისი თქმით, ქარტიის მთავარი პრინციპია თვითმმართველობის განვითარება, გაღრმავება და არა შესუსტება და შეზღუდვა.

„ევროპაში, რომლის ნაწილიც არის საქართველო და საითკენაც მივისწრაფვით ჩვენ, თვითმმართველობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი“, – განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისა და ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასა და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე 14 საკრებულოდან 14–ვემ მხარი დაუჭირა. ამით მათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]