weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის – ზაქარია ქუცნაშვილი

14:40 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

„ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის“, - ამის შესახებ პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა. გადაცემა „ბარიერში“ მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მე გამიხარდა ბატონი ბიძინას დაბრუნება. მას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი როლი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაში არის ძალიან მაღალი. 

მგონია, რომ ბატონი ბიძინა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქველმოქმედია. ვნახოთ 21-ე საუკუნე შობს კიდევ თუ არა მასზე დიდ ქველმოქმედს. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ მე მასთან მაქვს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალის და ბატონის დამოკიდებულება.

მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა, ისევე როგორც მასაც გავუკრიტიკებივარ ხშირად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში, და არა იმას, რომ მოდი ვთქვა ის, რაც მას ესიამოვნება. შაქარიას მეძახის მოფერებით. აქედან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობა და ის განვლილი გზა მაძლევს უფლებას და მე ვფიქრობ ვალდებულიც ვარ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პრინციპი, რომ პარლამენტის წევრის უფროსი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე რამისა: ეს არის სინდისი, ხალხი, კანონი და, თუ მორწმუნე ხარ, ღმერთი. აი ეს არის პარლამენტის წევრის უფროსი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის №38 გაერთიანებული ოლქიდან არის არჩეული. არის ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და 2 კომიტეტის წევრი.

 

მსგავსი თემები:

ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარ რესტორანში დეპუტატები თიანეთის ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფა

ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის გამგეობისგან ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა

თიანეთის ყოფილმა გამგებელმა ქუცნაშვილის რესტორანს ბიუჯეტიდან 13 ათასი გადაურიცხა

ზაქარია ქუცნაშვილის მამამ თელავის გამგეობის აუქციონზე 30 948 კვ.მ მიწა იყიდა

ზაქარია ქუცნაშვილის ბიზნესკომპანიას მისივე ბიუროს უფროსი ხელმძღვანელობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]