weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ასეთი სისულელე არავის მოსვლია – სააკაშვილი

15:05 შაბათი, 12 მაისი 2018

თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა და „გალერიში“ გვიან ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, წუხელ განვითარებული მოვლენები „წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია“ იყო.

„კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე, შემოტანის არხები. მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობენ მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.

ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი.

„მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება მათი სიცოცხლისთვის“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სპეცოპერაციის შედეგად კლუბებიდან გამოყრილი ახალგაზრდები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. პოლიციამ 20-დე ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავა. შს სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]