weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არასამთავრობოები მთხოვენ, ვისაც მამაკაცის ორგანოები აქვს, საბუთებში ქალად გავატარო - წულუკიანი

12:19 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც არაერთხელ გამიმართეს საპროტესტო აქცია, მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, სამოქალაქო რეესტრში გავატარო ქალად და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით - გადადგეს თანამდებობიდან.

წულუკიანის თქმით, არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც არ გაუტარებია და რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები მას საყვედურობენ.

„პირველი, რომელიც შემიძლია ამ გაუტარებელ რეფორმებს შორის დავასახელო, არის ის, რომ ჩვენ არ ვაფიქსირებთ საბუთებში სქესს ისე, როგორც არასამთავრობოები მოითხოვენ“.

ეს არის ძალიან დიდი რეფორმა თუ გატარდება, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს არის ის რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია. არის არაერთი სამართლებრივი, სამედიცინო და სხვა ფსიქო-სოციალური საკითხები, რაც უნდა იქნეს განხილული მანამ, ვიდრე გატარდება ეს რეფორმა, თუ უნდა გატარდეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მეორე რეფორმა, რომელიც არ გატარებულა არის ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა. თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული აქვთ ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტი და ამჟამად ის სახელისუფლებო უწყებებში განიხილება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერს იუსტიციის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით 5 ივნისს მიმართეს. „მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. იუსტიციის მინისტრი არ არის ადეკვატური იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მათ შორის იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების სრული კონსენსუსი არსებობს პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე და უნდობლობაზე მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც გადადგა. თეა წულუკიანი კი კვლავაც მადლობას უხდიდა მას და ადეკვატურად ვერ აფასებდა იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც არსებობს პროკურატურასთან და მთლიანად მართლმსაჯულებასთან მიმართებაში“, - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ თეა წულუკიანი თანამდებობაზე დარჩება, მასთან ერთად კონსულტაციების მაგიდასთან არ დასხდებიან და ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ის ულტიმატუმად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მიუღებელია.

„თუ მათ უნდათ, ამ რამდენიმე ორგანიზაციას, ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა, ამისთვის საუკეთესო გზა არის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ“, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას, მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]