weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა

15:40 კვირა, 15 ივლისი 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი მდივანი არმაზ ახვლედიანი წარადგინა.

ახვლედიანის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „შენების მოძრაობამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ წარუდგინეს.

„მე კარგად ვიცი, რომ ათასგვარი სირთულე გველოდება ამ გზაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ყველა დეპუტატი, ყველა პოლიტიკოსი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სხვადასხვა სირთულისა, აცნობიერებს, რომ ამჯერად გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სინდისის კარნახით და ჩვენი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის ნაწილი იქნება გაბედული და შეძლებს ვიწროპარტიული ინტერესების გვერდით გადადებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას წინასწარი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის, შემდეგ კი დასამტკიცებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არმაზ ახვლედიანი ბათუმის 69-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]