weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამარჯვების შემთხვევაში, დიახ, მე შევალ ავლაბრის სასახლეში – დავით უსუფაშვილი

18:56 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის სასახლის ზომა მის უფლებამოსილებებთან თანხვედრაში უნდა იყოს. უსუფაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ თუ სასახლის ზომა კავშირშია თანამდებობის პირის საძალაუფლებო წონასთან, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული, საძალაუფლებო ადმინისტრაციული წონით რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მე-3 სართულზე უნდა განთავსდეს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ინდივიდუალურად მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს თავისივე თანაშემწეები და შეიძლება გუგული მაღრაძე არ გაუშვას სადმე თამბაქოს საწინააღმდეგო კონფერენციაზე. სხვა არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს თავისი წონის შესაბამისად და მერე ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს სათანადო წონა არა აქვს და სახელმწიფოს მეთაური იმ დონის ადამიანი არ არის, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ავლაბრის სასახლეში შესვლის შემთხვევაში, დაიწყებს მთავრობასთან მოპალარაკებებს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე.

„გამარჯვების შემთხვევაში, დიახ, მე შევალ ავლაბრის სასახლეში და ავლაბრის სასახლიდან მექნება მოლაპარაკებები, დავარწმუნებ პირველ რიგში მთავრობის მეთაურს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში ჩვენ ნომერ პირველი პრობლემა პარლამენტის ქუთაისში არსებობის თვალსაზრისით გვაქვს. ეს არის ის ადგილმდებარეობა, რაც პარლამენტის ფუნქციონირების ეფექტიანობას მინიმუმ 30-40%-ით ამცირებს. პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იქნება თუ გამოღმა, მას შეუძლია იპრეზიდენტოს, მაგრამ მეც ვთვლი, რომ იმ ვითარებაში, სადაც ვართ, სერიოზული, ძლიერი სახელმწიფო სიმბოლოები გვჭირდება. მე გამოვალ ავლაბრის სასახლიდან, მაგრამ გამოვალ იქედან არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გადმოვა თბილისში, რადგან სადაც არის მთავრობა, პარლამენტიც იქ უნდა იყოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე უნდა განთავსდეს, ხოლო ავლაბრის სასახლეში სახელმწიფო სიმბოლო - საქართველოს რესპუბლიკის სასახლეე უნდა შეიქმნას.

ავლაბარში მდებარე სასახლეში პრეზიდენტის ცხოვრებასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა. ზურაბიშვილის აზრით, ახალი პრეზიდენტი სასახლეში აღარ უნდა შევიდეს. „პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც მის ფუნქციებს უხდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ სახლში იცხოვრებს.

საპრეზიდენტო არცევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]