weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო – მიხეილ სააკაშვილი

17:48 შაბათი, 18 აგვისტო 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ რადიოსადგურ Новое время-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოში დაბრუნების გეგმაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომლის გაყალბების საშუალებას არავის მისცემენ და ამისთვის საქართველოში ჩამოსასვლელადაც კი ემზადება.

„ჩვენ ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავს, რომელიც ყველა გამოკითხვაში ლიდერობს. პირველად ბოლო დროის განმავლობაში, ჩვენ უბრალოდ ვლიდერობთ ყველა გამოკითხვაში. მას გრიგოლ ვაშაძე ჰქვია და ის საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. როგორც კი ისინი [„ქართული ოცნება“] წააგებენ, არჩევნების გაყალბებას დაიწყებენ, ბუნებრივია, ისინი ამისთვის უკვე ემზადებიან. ჩვენ ნებას არ მივცემთ, არ ვცნობთ გაყალბებულ არჩევნებს, ამიტომ მე ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან უკრაინაში დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო წავა, სასამართლოს გზით უკრაინის მოქალაქეობას აღიდგენს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს. მას უკრაინაში შესვლა სამი წლის განმავლობაში აკრძალული აქვს. უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სააკაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]